„სამგურალი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა - ჯეფერსონი კლუბს კონტრაქტის შეწყვეტაზე შეუთანხმდა #1TVSPORT
„სამგურალი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა - ჯეფერსონი კლუბს კონტრაქტის შეწყვეტაზე შეუთანხმდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის განახლებამდე წყალტუბოს „სამგურალი“ ერთ-ერთმა ლეგიონერმა, ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ჯეფერსონ ჯერალდომ დატოვა. მადლობას ვუხდით ჯეფინიოს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ბრაზილიური „ტიგრესის“ აღზრდილ ჯეფერსონ ჯერალდოს სხვადასხვა დროს უთამაშია ბრაზილურ „დუკუ დე კაისასში“, ABC- ში და „ბარბარენსეში“, ნიკარაგუის „რეალ ესტრელიში“, კვიპროსულ „ეთნიკოსში“.

საქართველოში 2016 წელს კვიპროსული „ეთნიკოსიდან“ ჩამოვიდა და ქობულეთის „შუქურაში“ ჩაირიცხა, სადაც ოთხი სეზონი გამოდიოდა. ასევე უთამაშია მარტვილის „მერანში“. 2021 წელს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

34 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი წყალტუბოს „სამგურალში“ 2022 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 54 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022 წელს კი ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა.