„სამგურალი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნდა
„სამგურალი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნდა

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფში წყალტუბოს „სამგურალმა“ ფოთის „კოლხეთი“ ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად დაამარცხა და რანგით მეორე საფეხბურთო ლიგაში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.

უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა პირველი მატჩი ფოთში 3:0 მოიგეს და ცხადია, განმეორებით შეხვედრაში ფავორირტები იყვნენ. დღეს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მათ მეტოქე 6:0 გაანადგურეს.

„სამგურალიდან“ სერგო კუხიანიძე (67, 79) დუბლი შეასრულა, 1-1 გაიტანეს ნიკა აფხაზავამ (25), ლაშა კუჭუხიძემ (42), ილია ახვლედიანმა (69) და გაგა გაზდელიანმა (87). ფოთის “კოლხეთი 1913” კი მომავალი სეზონიდან ლიგა 3-ში ითამაშებს.