„სამგურალი“ ჩეხურმა კლუბმა დაამარცხა #1TVSPORT
„სამგურალი“ ჩეხურმა კლუბმა დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც თურქულ შეკრებას ატარებს, მორიგი ამხანაგური შეხვედრა „ვისკოვის“ წინააღმდეგ გამართა და 0:1 დამარცხდა.

ჩეხეთის პირველი დივიზიონის მეორეადგილოსანთან მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი „ვისკოვმა“ 70-ე წუთზე გაიტანა, წყალტუბოელების კარი დევიდ ჯამბორმა აიღო და ჩეხურმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა.

„ვისკოვი“ (ჩეხეთი) – „სამგურალი“ (წყალტუბო) 1:0

გოლი: 1:0 დევიდ ჯამბორი (70)

„სამგურალი“: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, ლომინაძე, ჯუდ არტური, ჯეფინიო, ნ. ხორხელი, ნიქაბაძე, კუხიანიძე

სათადარიგოები: ყალიჩავა, ფერნანდო ბული, ბურჯანაძე, ბაშელეიშვილი, სიმდიანკინი, ლ. ხორხელი, პანიუკოვი, ჩიხლაძე, ჩიხრაძე