„სამგურალი“ ბულგარულ გუნდს დაუზავდა [ვიდეო]
„სამგურალი“ ბულგარულ გუნდს დაუზავდა [ვიდეო]

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილები სიდეში ბულგარეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს, კირჯალის „არდას“ დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ დაასრულეს.

წყალტუბოელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. ყველაზე რეალური მომენტი 40-ე წუთზე სერგო კუხიანიძეს შეექმნა, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბულგარელები გოლისგან ძელმა იხსნა. საბოლოოდ, წყალტუბოელები ბულგარეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან კირჯალის „არდას“ დაუზავდნენ – 0:0.

კირჯალი – სამგურალი 0:0

სამგურალი: ქვილითაია, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, თევზაძე, ფონიავა, ტურე, მჭედლიშვილი, ლექვთაძე, კირკიტაძე, კუხიანიძე

(მეორე ტაიმი): ბურჯანაძე, ბანძელაძე, კიკაბიძე, ახვლედიანი, გაზდელიანი, გილმორი, დოლიძე, ბუხაიძე, ჩიხლაძე, ვერულიძე

სამგურალი“ ანტალიაში 17 თებერვლამდე დარჩება და ვარჯიშებთან ერთად, ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მომდევნო სპარინგს წყალტუბოელები 8 თებერვალს ყარაღანდის „შახტართან“ ჩაატარებენ.