სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 114 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 46 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის ჰოსპიტალში 21 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში რჩება რვა კოვიდდადასტურებული პაციენტი.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 101 კოვიდინფიცირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი.