სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები კონტაქტების მოსაძიებლად.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 158 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 73 პაციენტის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 169 ადამიანი.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 36.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.