სამართალდამცველები აქციის მონაწილეთა მიმართულებით დაიძრნენ [ვიდეო]

04:48, 13.06.2025

სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართულებით მწყობრი სვლით დაიძრნენ.

მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს და მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, ამისთვის კი 15 წუთი მისცეს. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ სამართალდამცველები მათი მიმართულებით დაიძრნენ.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ, კანონის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. უწყებამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ გზა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე რჩება.

თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს. მათ ადგილზე ორი კარავი გაშალეს. შედეგად, გადაიკეტა გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

მსგავსი