სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

04:42, 13.06.2025

სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ამისთვის 15 წუთი მისცეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ, კანონის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. უწყებამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ გზა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

თსუ-ს პირველ კორპუსთან ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე რჩება.

თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს. მათ ადგილზე ორი კარავი გაშალეს. შედეგად, გადაიკეტა გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

მსგავსი