სამ ესპანელ ფეხბურთელს 38-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

22:01, 12.12.2019

ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბ „არანდინას“ ყოფილი ფეხბურთელები კარლოს კუადრადო, ვიქტორ როდრიგესი და რაულ კალვო არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ცნეს დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 38-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ ინფორმაციას „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN) ავრცელებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, გაასაჩივრებენ თუ არა ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას, არ გავრცელებულა, თუმცა იტყობინებიან, რომ სამივე მათგანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი