სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ილიაობა მიულოცა - მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც არის წმინდა ილია მართლის გზა​
სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ილიაობა მიულოცა - მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც არის წმინდა ილია მართლის გზა​

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ილიაობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა.

„თქვენო უწმინდესობავ, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი ანგელოზის დღე. გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მინდა, მივულოცო წმინდა სინოდს, მივულოცო სრულიად საქართველოს და აქ მყოფ საზოგადოებას ეს მშვენიერი დღე. მინდა, ასევე, ყველას სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისთვის. ჩვენ მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის წმინდა ილია მართლის გზა. საქართველოსთვის ეს გზა ყოველთვის რთული იყო. ვიცით, რომ ალბათ კიდევ ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს გადასალახი, მაგრამ თქვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მოგყვებით ამ გზაზე. გამოგყვებით ბოლომდე ამ გზაზე, რომელიც მიდის საქართველოს გამთლიანებამდე. კიდევ ერთხელ, გისურვებთ მრავალ წელს. თქვენ ჩვენ გვჭირდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი