სალომე ზურაბიშვილმა და კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს
სალომე ზურაბიშვილმა და კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობის თემაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ელჩი ასევე დაინტერესდა მისი გეგმებითა და საზოგადოების შერიგების პროცესთან დაკავშირებული ხედვით.

„ეს იყო პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან არჩევნების შემდეგ. მკითხა, როგორია პირველი გეგმები და მასაც ის ვუთხარი, რაც თქვენ გაგიმხილეთ ინაუგურაციის შესახებ. მკითხა, როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც საზოგადოებასთან უნდა დაიწყოს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეხო საუბარი, იყო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც შეიძლება, გაკეთდეს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭრას უცხადებს.