კარლ ჰარცელი - არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია ეროვნულ შერიგების, სხვა სამომავლო ხედვების შესახებ, რასაც ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ
კარლ ჰარცელი - არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია ეროვნულ შერიგების, სხვა სამომავლო ხედვების შესახებ, რასაც ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ

ეროვნული შერიგების კუთხით სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მოულოცა.

„მქონდა შესაძლებლობა, მეორე ტურის შემდეგ პირველად შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება. ამ გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ“ – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას პირადად დაესწრება.