სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართა გაავრცელა. ის გამოეხმაურა დღევანდელ დღეს, 9 აპრილს.

„დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება, ერთად არ გავისხენოთ!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ ბრძოლაში მთავარი იარაღი სოლიდარობაა, რომელიც უკვე გამოვიჩინეთ.

„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო. მინდა, რომ ყველამ მიიღოს ეს მადლობა, რადგან ის ყველას ეკუთვნის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულზეც.

„ამ წელს ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.