სალომე ზურაბიშვილი უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ იმედის დღეს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს ერთიანობას და ევროკავშირის და ყველა წევრი სახელმწიფოს ნებას.

ჩვენ სამი ასოცირებული წევრი ვართ ერთად ევროპულ გზაზე“,- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

 

დატოვე კომენტარი