სალომე ზურაბიშვილი - შეწყალების საკითხზე საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები
სალომე ზურაბიშვილი - შეწყალების საკითხზე საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები

შეწყალების საკითხი არის ძალიან სენსიტიური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხით, კერძოდ კი, დეკანოზ გიორგი მამალაძის თემით დაინტერესდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ საკუთარ გადაწყვეტილებას „ძალიან გაუფრთხილდება“.

„რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. საზოგადოებაში  დღეს ვნებათაღელვაა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ ახალი წესები არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ. მერე რაც იქნება საჭირო, იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.