პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს.

„ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.