სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას
სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას

შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.