თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტამბოლში აფეთქება ტერორისტული აქტია და ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალმა აამოქმედა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტამბოლში აფეთქება ტერორისტული აქტია და ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალმა აამოქმედა

სტამბოლში აფეთქება ტერორისტული აქტია, რომლის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალმა აამოქმედა, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქტაიმ განაცხადა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.

„ახლანდელი მონაცემებით, ჩვენ დავკარგეთ ექვსი ადამიანი. 81 დაშავებულია. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენ ამას ტერაქტად მივიჩნევთ, რომელიც მოხდა დამნაშავის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად. მიგვაჩნია, რომ დამნაშავე ქალია. ვინც ამ მოვლენების უკან დგას, მას საბოლოოდ მიაგნებენ, თუნდაც მსოფლიოს მეორე ბოლოში წავიდნენ და არა უბრალოდ საზღვრის მიღმა“, – აღნიშნა ფუათ ოქტაიმ.