სალომე ზურაბიშვილი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

21:38, 23.08.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი