სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს გულწრფელი მილოცვები გადავეცი
სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს გულწრფელი მილოცვები გადავეცი

ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ.

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

დღეს უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.