სალომე ზურაბიშვილი – საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში, ტერორსა და არაჰუმანურობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში
საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაჰუმანურობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“.
Deeply concerned with the recent escalation in 🇮🇱 and the loss of innocent human lives. 🇬🇪 stands in full solidarity with the State of Israel in these difficult moments.
Terror and inhumanity should have no place in our modern world.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 7, 2023