სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებით დავიწყებთ
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებით დავიწყებთ

პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებით დავიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს მრჩევლები წარადგინა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი იქნება.

„როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც საჭიროა შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებით დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა დღეს გუნდის ნაწილი წარადგინა. სრულად კი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციის შემდეგ დაკომპლექტდება.