სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები და საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა
სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები და საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მრჩევლები და საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა.

როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება  ქეთევან მახარაშვილი,  რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება, ასევე დროებით პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.

დიმიტრი გაბუნია დაინიშნა საპარლამენტო მდივნად.

ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იქნება სიმონ პეტრიდისი; დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში –  ნათია სულავა, სამხედრო საკითხებში მრჩეველი – აკია ბარბაქაძე, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი  – ირინა შენგელია, ხოლო კულტურის,  განათლებისა და მეცნიერების საკითხებში – კოტე ნაცვლიშვილი.