სალომე ზურაბიშვილი კრისტინ ლაგარდს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი კრისტინ ლაგარდს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა,  კრისტინ ლაგარდმა საქართველო უკვე დატოვა. ბოლო შეხვედრა თბილისში მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

„გუშინ საღამოს სამუშაო სადილი მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგარდთან. გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ფინანსურ და ფისკალურ პროგრესზე და ბევრ სფეროში ჩვენს პოზიტიურ რეფორმებზე“,  – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ლაგარდი საქართველოს 19 მაისს ესტუმრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და ლიდერ ქალბატონებს შეხვდა. ლაგარდი მცხეთასაც ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველის ტაძარი დაათვალიერა.