კრისტინ ლაგარდმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი დაათვალიერა [ფოტო]
კრისტინ ლაგარდმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი დაათვალიერა [ფოტო]

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი,  კრისტინ ლაგარდი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მცხეთას ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა.

მცხეთაში ლაგარდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად იმყოფებოდა.  შესაბამის ფოტოებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლაგარდი საქართველოს 19 მაისს ესტუმრა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებსა და ლიდერ ქალბატონებს შეხვდა.