სალომე ზურაბიშვილი ისააკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

15:08, 02.06.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისააკ ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, ქართველი ერის, ისრაელის ერთ-ერთი უძველესი მეგობრის სახელით, მოგილოცოთ პრეზიდენტად არჩევა. თქვენ და თქვენს ქვეყანას მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ.

დაე, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდეს!“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

მსგავსი