ქნესეთმა ისრაელის პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია
Presidential candidate Isaac Herzog visits at the Western Wall, Judaism's holiest prayer site in the Old City of Jerusalem, June 1, 2021. Photo by Olivier Fitoussi/Flash90 *** Local Caption *** ???? ????? ??????? ???? ???? ????? ?????? ?????
ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. მის კანდიდატურას 120-წევრიანი ქნესეთის 87-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
ჰერცოგი იქნება ისრაელის მე-11 პრეზიდენტი. ის აღნიშნულ თანამდებობაზე რუვენ რივლინს შეცვლის, რომლის პრეზიდენტობის ვადა 9 ივლისს იწურება.
ისააკ ჰერცოგი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის ხაიმ ჰერცოგის შვილია. ხაიმ ჰერცოგი იყო ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი, ის ამ თანამდებობას 1983-1993 წლებში იკავებდა.
ისააკ ჰერცოგი 2013-2017 წლებში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო. ამჟამად კი ებრაულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ჰერცოგის მეტოქეს აქტივისტი მირიამ პერეტცი წარმოადგენდა, რომელმაც ქნესეთის 26 წევრის ხმა მოიპოვა.