სალომე ზურაბიშვილი – გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ უნგრეთის მიმართ ქაბულიდან ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში დახმარების გამო, ამ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრულ მხარეს ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში გაწეული დახმარების გამო მადლობას უხდის.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ასეთ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა მნიშვნელოვანია.
„მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო უნგრეთის მიმართ, ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში გაწეული დახმარების გამო. ამ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ქაბულში დარჩენილი ქართველები მალე დაბრუნდებიან სახლში უსაფრთხოდ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.
I want to express my sincere gratitude to #Hungary for helping evacuate six Georgian citizens out of #Kabul. This show of solidarity and partnership in this difficult time is very important.
I’m confident that the remaining Georgians in Kabul will come back home safe very soon.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 18, 2021