სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ სტუდენტობას, მჯერა, დაგროვებული ცოდნით წინ წასწევთ ჩვენს ქვეყანას
სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ სტუდენტობას, მჯერა, დაგროვებული ცოდნით წინ წასწევთ ჩვენს ქვეყანას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს.

ზურაბიშვილი სტუდენტებს წარმატებებს უსურვებს.

„გილოცავთ სტუდენტობას. მჯერა, იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ამ წლებში დააგროვებთ, წინ წასწევთ ჩვენს ქვეყანას. წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სტუდენტობის გზა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

დღეს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 545-მა მიიღო.