სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში უნდა იყოს არა ერთჯერადი, არამედ ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში უნდა იყოს არა ერთჯერადი, არამედ ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა

ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში ხვალინდელი დღიდან იყოს არამხოლოდ ერთჯერადი, არამედ გახდეს უფრო ხანგრძლივი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთელმა ევროპამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა.

„ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კულტურის გამოჩენა შუაგულ ევროპაში, უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე საქართველო იყო ევროპული ქვეყანა და ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში ხვალინდელი დღიდან იყოს არამხოლოდ ერთჯერადი, არამედ გახდეს უფრო ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ჩვენი შესვლა ევროპაში სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს. ამაშიც გერმანიის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ეს იმედიც გაძლიერებულია დღეს, რომ გერმანია დაგვეხმარება, შევიდეთ ევროპაში ყველა იმ გზით, რაც არის შესაძლებელი იმ დღემდე, როცა საქართველო პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა ევროკავშირში. ეს გზები არის კულტურა, განათლება, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი სხვა პროგრამა, რომლებზეც ვისაუბრეთ – ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ეკონომიკა და საქართველოსთან არსებული ასოცირების კიდევ ერთი ნაბიჯით გაძლიერება და განმტკიცება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შედგა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

დატოვე კომენტარი