გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა [ვიდეო]

გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე სამხედრო ორკესტრმა ორი ქვეყნის ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც ბელვიუს სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის პირისპირ შეხვედრა დაიწყო.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაიმართება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას, ხოლო შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.