სალომე ზურაბიშვილი – ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა, ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
მომხდარს საფრანგეთში ტერორისტული აქტად აფასებენ.
My thoughts are with the French people. I condemn this attack of hatred. My prayers are with those injured and those who lost their loved ones.@cestrosi @EmmanuelMacron
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 29, 2020