სალომე ზურაბიშვილი – ბორის ჯონსონ, გამაგრდით, ვირუსის წინააღმდეგ პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.
„ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში, იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, ამიტომ ის ტესტის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
While it’s a rough time, I join this #ThankYou to everyone who stays home to fight #COVID19. @BorisJohnson, Georgia is with you in your personal fight against the virus and I wish you strength and a quick recovery. Stay strong! https://t.co/HjVxGhMAcW
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 6, 2020