ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

00:24, 06.04.2020

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, ამიტომ ის ტესტის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი