სალომე სამადაშვილი – სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხან მოიგებს, ხან წააგებს, დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ბევრი წაგებული საქმე ელოდება
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხან მოიგებს და ხან წააგებს, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას წინ ძალიან ბევრი წაგებული საქმე ელოდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი მოგებული პროცესით არ უნდა შემოვიფარგლოთ.
„სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხან მოიგებს და ხან წააგებს. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ბევრი წაგებული საქმე ელოდება ამ ხელისუფლებას. მათ შორის, პირველ რიგში, მაგალითად, ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც ელოდება ბოლო ინსტანციის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, რომ გადაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში. ასე რომ, ერთი მოგებული პროცესით ნუ შემოვიფარგლებით. „ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემას რომ არ აქვს საერთაშორისო ნდობა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ეს ვიცით, მათ შორის იმიტომ, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო დახმარება ევროკავშირისგან სასამართლო რეფორმის არარსებობის პირობებში და მთავარი მოთხოვნა არის სასამართლო რეფორმის სისტემა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.