სალომე სამადაშვილი - შეთანხმების ჩაგდება, რასაც დღეს ხელი მოეწერა, რუსეთის ინტერესებში იყო
სალომე სამადაშვილი - შეთანხმების ჩაგდება, რასაც დღეს ხელი მოეწერა, რუსეთის ინტერესებში იყო

იმ შეთანხმების ჩაგდება, რასაც დღეს ხელი მოეწერა, იყო ერთადერთი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„ზუსტად ვიცი, იმ შეთანხმების ჩაგდება, რასაც დღეს ხელი მოეწერა, იყო ერთადერთი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებში, ძალიან დიდ ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ ვერ გავიზიარებ ვერავის შეხედულებას. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია რა იყო ცალსახა ხელმოწერაზე ან არმოწერაზე. ვფიქრობ, პარტიამ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ვუთხარი, ვეღარ გავწელავდით დროში გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.