სალომე სამადაშვილი - მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა, ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა, მომავალი გვაჩვენებს
სალომე სამადაშვილი - მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა, ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა, მომავალი გვაჩვენებს

პოლიტიკური კლასის სერიოზული განახლება სჭირდება ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

ენმ-ისთვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან განახლება არჩევნების შემდეგ ხდება, მაშინ, როდესაც პარტია უკვე ცხრა წელია, ოპოზიციაშია. ეს ამყარებს რწმენას პარტიის მომავლის მიმართ.

მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა – ესეც დამაიმედებელია. ჯანსაღი პროცესია. დანარჩენს, ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა, მომავალი გვაჩვენებს. ზოგი გამოიძერწება პოლიტიკურ ქარცეცხლში, ზოგიც ვერ. ასპარეზის მიცემაა მნიშვნელოვანი მოვლენა, თავისთავად. ამიტომაც, წარმატებები მათ!“,- წერს სამადაშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა. ახალი წევრები პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.

 

პოლიტიკური კლასის სერიოზული განახლება სჭირდება ქვეყანას. ენმ-ისთვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან…

Posted by Salome Samadashvili on Sunday, 31 January 2021