„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა. ახალი წევრები პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები არიან:
ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი, პედაგოგი;
რეზო ჩომახიძე, წყალბურთელი;
ანა გოგოლაძე, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
სოფო ჯაფარიძე, ექიმი;
ნონა მამულაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი;
ზვიად ქვლივიძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი;
გიორგი თარგამაძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი;
მანუჩარ ახალაია, სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
გიორგი ჩალაძე, იურისტი;
ნიკა ობოლაძე, იურისტი;
ბაჩო დოლიძე, პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
გიორგი ხვედელიანი, პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიის ახალი წევრები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.