სალომე სამადაშვილი - კონგრესმენის წერილი ყველაზე საგანგაშოა, რომელიც მინახავს საქართველოს ხელისუფლების მისამართით
სალომე სამადაშვილი - კონგრესმენის წერილი ყველაზე საგანგაშოა, რომელიც მინახავს საქართველოს ხელისუფლების მისამართით

ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილი არის ყველაზე საგანგაშო წერილი, რომელიც მე მინახავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში ელოდებიან საგრძნობ პოლიტიკურ ცვლილებებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხელი არ შეუშალონ ამ ცვლილებებს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო წერილი, რომელიც მე მინახავს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ეს წერილი ადასტურებს პირველ რიგში იმას, რომ არანაირი ილუზია აღარ არის ამერიკის კონგრესში, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პროდასავლურ კურსს ატარებს ქვეყანაში. წერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ძირითადი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისთვის და შესაბამისად პროდასავლური კურსისთვის.

თუ ამ წერილს განვიხილავთ ახალდანიშნული ელჩის განცხადებასთან ერთად, რომელმაც ისაუბრა, რომ მომავალი არჩევნები არის შანსი საქართველოსთვის, არ დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელიც აქამდე აქვს, ნათელია, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან საგრძნობ პოლიტიკურ ცვლილებებს ქვეყანაში და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი არ შეუშალონ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.