სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ როდესაც დაინახა საზოგადოების რეაქცია, რომ სერგეი ლავროვი შეიძლება აღმოჩენილიყო თბილისში, მოუწია უკან დახევა
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ როდესაც დაინახა საზოგადოების რეაქცია, რომ სერგეი ლავროვი შეიძლება აღმოჩენილიყო თბილისში, მოუწია უკან დახევა

ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ როდესაც დაინახა საზოგადოების ძალიან მკვეთრი რეაქცია, რომ სერგეი ლავროვი შეიძლება აღმოჩენილიყო თბილისში, მოუწია უკან დახევა და მინისტერიალის ჩატარების ადგილის შეცვლაზე ფიქრი დაიწყეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას დროულად რომ დაეწყო კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, შესაძლებელი გახდებოდა, რომ ეს ღონისძიება ჩატარებულიყო საქართველოში, თუმცა რუსეთის დელეგაცია შერჩეული ყოფილიყო ისე, რომ შეუძლებელი არ გამხდარიყო მათი მონაწილეობა ამ შეხვედრაში.

„საქართველოს ხელისუფლება ან ვერ გათვალა ეს პრობლემები, რაც წარმოიქმნებოდა, ან უბრალოდ, არ მოელოდნენ რომ ასეთი მკვეთრი რეაქცია იქნებოდა საზოგადოების მხრიდან და მოუმზადებელი დახვდნენ ამ რეალობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.