სალომე სამადაშვილი - დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა საგრძნობლად დააზიანებს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობებში
სალომე სამადაშვილი - დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა საგრძნობლად დააზიანებს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია ხელს არ მოაწერს მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, ეს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულებით დააზიანებს.

„მათთვის, ვისაც აინტერესებს ჩემი აზრი მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. დავამატებდი, რომ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა საგრძნობლად დააზიანებს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობებში“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

სალომე სამადაშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს. აკაკი მინაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს. გიორგი ბარამიძის თქმით, შემოთავაზებული დოკუმენტი ბუნდოვანია და ვინც მასზე ხელმოწერას თანხმდება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ახალისებს. „ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება“, – განაცხადა ბარამიძემ.