სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია არ შეიქმნება
სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია არ შეიქმნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ასეთი მისია არ შეიქმნება.

„ირაკლი კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“ როგორც ჩანს, მართლმსაჯულების სისტემა ერევათ საზოგადოებასთან ურთიერთობების საქმეში და ჰგონიათ, რომ ახლა შესთავაზებენ ევროპარლამენტს რაღაც ჯგუფის შექმნას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიქმნება, რადგან ასეთი ფორმატი ინსტიტუციურადაც არ არსებობს ევროპარლამენტში. ამასობაში გავა ძალიან ბევრი დრო და ისინი შექმნიან ილუზიას, რომ ქართულ ოცნებას რაღაც პოზიცია აქვს ღიაობის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივით ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, კერძოდ, კახა კალაძემ მიმართა.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.