„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში გაიგზავნოს
„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში გაიგზავნოს

„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის ფარგლებში, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

ამის შესახებ პარტია თავის ვებგვერდზე წერს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი ინიციატივით პირველად გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნება – ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დამკვირვებელი წევრი მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის და ამჟამად ოპოზიციონერი გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესის გარშემო წარმოიშვა ცხარე დებატები.

„ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები სოციალისტების და დემოკრატების ალიანსიდან და ევროპის სახალხო პარტიიდან, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის ზედმიწევნით შესწავლასა და შეფასებაში, ასევე სიცხადის შეტანაში“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა.