სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი

15:23, 27.11.2026

ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პაატა სალიამ ისაუბრა საქართველოსა და სომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს. ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერთან, ეროვნული კრების თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან.

მსგავსი