სალომე ქოქიაშვილი - კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა სწორედ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს
სალომე ქოქიაშვილი - კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა სწორედ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს

კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა სწორედ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პოლიტიკის მიმართულების ჟურნალისტმა, სალომე ქოქიაშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში გამართულ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგს დაესწრო.

„პირველ ვორქშოპზე ბევრ საინტერესო თემაზე ვიმსჯელეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელშიც მედიაც მკვეთრად პოლარიზებულია, ვფიქრობ, კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა სწორედ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს. სწორედ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა იძლევა იმის საშუალებას, იყო ორიენტირებული არა სკანდალებზე, არა ზედაპირზე მოტივტივე ხმაურიან თემებზე, არამედ ეძებო რეალური პრობლემები; საზოგადოებასთან ერთად ეძებო ამ პრობლემების გადაჭრის გზები, იყო ორიენტირებული არა განხეთქილების ძიებაზე, არამედ საზოგადოებასთან ერთად ააშენო შერიგების ხიდები სწორედ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეშვეობით“, – განაცხადა სალომე ქოქიაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგი გაიმართა.