მოსკოვში მიმდინარე გრან-პრიზე მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობენ, ჩვენი გუნდის ლიდერმა სალომე ფაჟავამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
სალომემ მრავალჭიდში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა ასევე იასპარეზა საგნების ფინალებში: რგოლი, გურზები, ბაფთა.
ყველაზე კარგად სალომე ფაჟავამ გურზებით ფინალში იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.