სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიადაზე რაჭულის მუსიკაზე გამოვიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადის მე-14 საშეჯიბრო დღეს ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებაში ჩაერთო ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა. მხატვრულ ტანვარჯიშში ოთხი დისციპლინაა, რომელთა ჯამში გამოვლინდა ფინალური ათეული, რომელშიც სალომე ვერ მოხვდა. მას მიზნამდე ცოტა დააკლდა.

სალომე ფაჟავამ გამოსვლა რგოლით დაიწყო, კარგად იასპარეზა და მსაჯებისგან 23.55 ქულა დაიმსახურა.

ბურთით ვარჯიშში მან ორი პუნქტით ნაკლები – 21.95 ქულა მიიღო.

პირველ დისციპლინაში ქართველი ტანმოვარჯიშე მე-14 იყო, ბურთით ვარჯიშში – 21-ე.

სალომე ფაჟავამ მესამე ვარჯიში გურზებით შეასრულა. რაჭული ცეკვის მუსიკაზე, „მოკლე კაბა“ შეცდომა თითქმის არ დაუშვია და მსაჯებმა მას 23.5 ქულა დაუწერეს.

მეოთხე, ბოლო დისციპლინა ლენტით ასპარეზობა იყო. ფაჟავას სჭირდებოდა მაქსიმალური ქულები, რომ ფინალში გამსვლელ ათეულში მოხვედრილიყო. საბოლოოდ ლენტით ვარჯიშში მან 20.65 ქულა დაიმსახურა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ ოლიმპიადა მე-17 ადგილზე დაასრულა.