სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია #1TVSPORT
სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას კიდევ ერთი ლიცენზიანტი დაემატა. მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ ტოკიო 2020-ის საგზური მიიღო.

ტოკიოში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობას 26 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის, 16 ტანმოვარჯიშე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, 3 მსოფლიო თასის, 5 კონტინენტური ჩემპიონატების მიხედვით, თითო-თითო კი მასპინძლობის უფლებით და საერთაშოსო ფედერაციის პერსონალური მიწვევით.

რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სალომე ფაჟავა ტოკიოში სწორედ პერსონალური მიწვევის შედეგად იასპარეზებს.