სალხინოში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები იმყოფებიან
სალხინოში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები იმყოფებიან

სალხინოში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში იმყოფებიან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი მხარს მშვიდობას და ეკლესიის ერთიანობას უჭერენ.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აქ მიმდინარე პროცესს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო. არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე. ვუჭერთ მხარს ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას, იმედია, ასეც იქნება. წირვის დასრულებამდე აქ ვიქნებით და დავუბრუნდებით ჩვენი პროტესტის ადგილს. სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობის დღესასწაულს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.