მოჰამედ სალაჰი ამ შემოდგომაზე საუდის არაბეთში არ გადავა.
ფრანგული ინტერნეტგამოცემის, Foot Mercato-ს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ „ალ-იტიჰადი“ „ლივერპულს“ 200 მილიონ ევროს სთავაზობდა, გარიგება არ შედგა და სალაჰი ინგლისში დარჩება.
საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 7 სექტემბერს იხურება და დედლაინამდე „ალ-იტიჰადი“ კონცენტრირებული იქნება „ბეტისის“ მცველის, ლუის ფელიპეს შეძენაზე.